წყლის ხარისხის ინდიკატორების დადგენილი მნიშვნელობები წყლის გამოყენების კონკრეტული ტიპებისთვის; წყალსარგებლობის კონკრეტული სახეობისათვის დადგენილი წყლის ხარისხის მაჩვენებლები. სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით, ქიმიური შემადგენლობით - უვნებელი და ჰქონდეს კეთილსასურველი ორგანოლეპტიკური თვისებები. სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის სქემა, ჯერადობა,განსასაზღვრი მაჩვენებლები და გამოსაცდელი სინჯების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი 2024.