&
K R

ნა ნე ნი ნო
ნოო ნორ

ნორმები რადიაციული უსაფრთხოების

რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების სისტემას საფუძვლად უდევს ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართ-ველოს კანონით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები - ძირითადი დოკუმენტი სახელმწიფო რეგულირების სისტემაში, რომელიც არეგულირებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დასხივების ლიმიტებს. კრიტიკული ორგანოების ჯგუფების მიხედვით, გარე და შიდა დასხივების დოზის ლიმიტების სამი მნიშვნელობა განისაზღვრება. 1. მთელი სხეული, სასქესო ჯირკვლები და ძვლის წითელი ტვინი; 2. კუნთები, ფარისებრი ჯირკვალი, ცხიმოვანი ქსოვილი, ღვიძლი, თირკმელები, ელენთა, კუჭ - ნაწლავის ტრაქტი, ფილტვები, თვალის ბროლი; 3. კანის საფარი, ძვლის ქსოვილი, ხელის მტევნები, წინამხრები, წვივები და ტერფები. რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცვის ძირითად პრინციპებზე დამყარებულ მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, არსებობს დასხივების სამი სიტუაცია: დაგეგმილი დასხივების სიტუაცია, ავარიული დასხივების სიტუაცია და არსებული დასხივების სიტუაცია. აღნიშნული სიტუაციების დროს რადიაციული დაცვის სისტემაში დადგენილია დოზური ზღვრები: შეზღუდული დოზები, რეფერენტული დონეები. წლიური ეფექტური დოზის ერთეულია “ზივერტი”(ზვ),1 მზვ (1 მილიზივერტი- 0.001 ზვ). დოზური ზღვრები, ეფექტური დოზა წელიწადში: მუშაკები - 20 მზვ (20 მილიზივერტი - 0.02 ზვ),16-დან 18 წლამდე პირები - 6 მზვ, მოსახლეობა - 1მზვ. ადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში და წყლის აუზებში გაშვებისას შეზღუდული დოზები დგინდება ისე, რომ მათი ზღვრული მნიშვნელობა წელიწადში იყოს არაუმეტეს 0.1 მზვ-ისა. ამ შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება წლიური დოზური ზღვარი მოსახლეობისათვის, რომელიც შეადგენს 1 მზვ-ს წელიწადში. რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა ორგანიზებული უნდა იყოს ისე, რომ ამ პროცესში დასაქმებულ პირთა დასხივების დოზებმა არ გადააჭარბოს მუშაკთა დასხივების დასაშვებ ზღვრებს, ხოლო რეპრეზენტაციული პირის დასხივება არ აღემატებოდეს 0.1 მზვ-ს წელიწადში (100 მკზვ) და, ამავე დროს, სახლეობის დასხივების ეფექტურმა დოზამ არ გადააჭარბოს 1 მზვ-ს წელიწადში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9