(ძველი.ბერძნული. όζον - სუნიანი) - ლურჯი გაზი მწვავე სუნით, ძლიერ რეაქტიული და ტოქსიკური, დუღს -112˚C-ზე. ეს არის ჟანგბადის სამი ატომის ნაერთი (O3). ჟანგბადის ალოტროპია, აირი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს. ოზონი ძირითადათ მიიღება ბუნებაში ჭექაქუხილის შედეგად. გამოიყენება როგორც ოქსი-დანტი, მათეთრებელი და წყლის გამწმენდი და სამრეწველო ნარჩენების დასამუშავებლად. სტრატოსფეროში წარმოქმნილი ოზონი იცავს დედამიწაზე სიცოცხლეს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების უმეტესი ნაწილის შთანთქმით
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024