დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი, სადაც ექსპერიმენტული მეთოდით შესაძლებელი ხდება ოზონის დადგენა. იკავებს სივრცეს დედამიწის ზედაპირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 70-80 კმ-მდე. უფრო ვიწრო გაგებით, ოზონის შრეს ან ოზონოსფეროუწოდებენ მთლიანად სტრატოსფეროს ან მის ფენას 20-დან 30 კმ-მდე, სადაც წარმოდგენილია ოზონის ყველაზე დიდი რაოდენობა. ოზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024