&
K R

ოზ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოქ
ოზო

ოზონის „ხვრელი“

მნიშვნელოვანი ადგილი პლანეტის ოზონოსფეროში, შესამჩნევად (50% - მდე) დაბალი ოზონის შემცველობით. 1985 - 1988 წლებში ოზონის "ხვრელები" ანტარქტიდის, ავსტრალიისა და არქტიკის თავზე იქნა დაფიქსირებული. მათი ანთროპოგენური წარმოშობა ივარაუდება, მაგალითად, ფრეონები (ქლორფთორნახშირბადები), გოგირდისა და აზოტის ოქსიდები ოზონის დესტრუქტორებად არის აღიარებული. ოზონის შრეს, რომელიც სასიცოცხლო ფარად აკრავს დედამიწას, ქლორისა და ბრომის შემცველი, სავარაუდოდ - ანთროპოგენური წარმოშობის, ქიმიური ნივთიერებები აზიანებენ (მაგ: ქლორფთორნახშირბადები, მეთილბრომიდი, ჰიდროქლორფთორნახშირბადები და ასე.შემდეგ.). ამ დაზიანების სიდიდის პირდაპირპროპორციულია დედამიწამდე მოღწეული მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც კატარაქტას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ზღვებსა და ოკეანეებში კი, მიკროორგანიზმებისა და ქვირითის დაზიანებას და ა.შ. ადამიანში იწვევს: მზით დამწვრობას, კანის კიბოს, თვალის კატარაქტას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ზღვებსა და ოკეანეებში კი, მიკროორგანიზმებისა და ქვირითის დაზიანებას და ასე.შემდეგ. სამხრეთ ნახევარსფეროში, ანტარქტიდის თავზე, 1000 კმ -ზე მეტი დიამეტრის ოზონის ხვრელის არსებობის შესახებ, პირველად 1985 წელს ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფის: გეოფიზიკოსი ჯო ფარმანის, მეტეოროლოგები - ბრაიან გ. გარდინერისა და ჯონ შანკლინის (ინგლ. Joseph Charles Farman, Brian G. Gardiner, Jonathan Shanklin) მიერ ჟურნალ “Nature” ში იქნა გამოქვეყნებული. ყოველ აგვისტოს ის გამოჩნდებოდა, ხოლო დეკემბერ - იანვარში წყვეტდა თავის არსებობას. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თავზე, არქტიკაში, შემოდგომაზე და ზამთარში მრავალი ოზონის მინი - ხვრელი დაიკვირვება. ასეთი ხვრელის ფართობი არ აღემატება 2 მილიონ კმ² - ს, ხოლო მისი სიცოცხლის ვადა - 7 დღე - ღამეს არ აღემატება. ოზონის ხვრელის ფართობი 2018 წელს ანტარქტიდის თავზე საშუალოდ 22,8 მილიონ კმ2 შეადგენდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9