&
K R

ოზ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოქ
ოკე

ოკეანოლოგია

(ოკეანე და ძველი.ბერძნული. λόγος - მსჯელობა, სიტყვა) - სწავლობს ოკეანისა და ატმოსფეროს ფართომასშტაბიან ურთიერთქმედებას და მის გრძელვადიან ცვალებადობას, ოკეანის ქიმიურ გაცვლას კონტინენტებთან, ატმოსფეროსა და ფსკერთან, ბიოტასა და მის ეკოლოგიურ ურთიერთქმედებებს, ფსკერის გეოლოგიურ სტრუქტურას, ადგენს ადგილობრივ ან ლოკალურ პროცესებს, რომლებიც წარმოებს ენერგიისა და მატერიის გაცვლის ხარჯზე ოკეანის სხვადასხვა ზონას შორის. ოკეანოლოგია, არსებითად, არის დისციპლინების ერთობლიობა, რომელიც სწავლობს ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ოკეანეში მთლიანობაში, მის ცალკეულ რეგიონებში (რეგიონული ოკეანოლოგია), მარგინალურ და შიდა ზღვებში. იგი ითვლება ბუნებრივი პროცესების კომპლექსურ მეცნიერებად მსოფლიო ოკეანეს ყველა მრავალფეროვნებაში. იგი შეისწავლება, როგორც ცალკეული ბუნებრივი ობიექტი დედამიწის მასშტაბით, რომელშიც სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9