(ეკოლოგიაში) - ეკოლოგიური კანონი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ გარემო ფაქტორს აქვს ცოცხალ ორგანიზმებზე დადებითი გავლენის გარკვეული საზღვრები. ცვლადი ფაქტორის მოქმედების შედეგები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია მისი გამოვლინების სიძლიერეზე ან დოზაზე. ფაქტორები დადებითად მოქმედებს ორგანიზმებზე მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში. მათი არასაკმარისი ან გადაჭარბებული მოქმედება უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმებზე. ოპტიმუმის ზონა - ცხოველმოქმედებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფაქტორის მოქმედების დიაპაზონია. ოპტიმუმიდან გადახრები განსაზღვრავენ პესიმუმის ზონებს. მათში ორგანიზმები განიცდიან ჩაგვრას. ოპტიმუმის კანონი უნივერსალურია. ის განსაზღვრავს იმ პირობების საზღვრებს, რომლებშიც შესაძლებელია სახეობების არსებობა, ასევე ამ პირობების ცვალებადობის საზომს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024