&
K R

პა პე პი პლ პო პრ
პათ პალ პარ პას

პათოგენი

(ძველი.- ბერძნული. παθογένεια; πάθος - ტანჯვა და γενετική - წარმომქმნელი, გამომწვევი) - ნებისმიერი მიკროორგანიზმი (მათ შორის სოკოები, ვირუსები, ბაქტერიები და სხვა), ასევე განსაკუთრებული ცილა - პრიონი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს პათოლოგიური მდგომარეობა (დაავადება) სხვა ცოცხალი არსების. უფრო ზოგად შემთხვევაში, პათოგენი იგულისხმება, როგორც ნებისმიერი გარემო ფაქტორი, რომელსაც შეუძლია სხეულის ნებისმიერი სისტემის დაზიანება ან რაიმე დაავადების განვითარება. პათოგენური მიკროორგანიზმები პარაზიტული მიკროორგანიზმებია (განსაკუთრებით ბაქტერიები ცხოველებში, სოკოები მცენარეებში) მათ მასპინძელთან მიმართებაში. ტერმინი "პათოგენი" ხმარებაში შემოვიდა 1880-იან წლებში. როგორც წესი, ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი ინფექციური მიკროორგანიზმის ან აგენტის აღსაწერად, როგორიცაა ვირუსი, ბაქტერია, პროტოზოვა, პრიონი, ვიროიდი ან სოკო.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9