&
K R

პა პე პი პლ პო პრ
პათ პალ პარ პას

პარაზიტიზმი

(ძველი.ბერძნული. παράσιτος - მუქთახორა) - ორგანიზმთა თანაცხოვრების ერთ - ერთი ფორმა, როდესაც ერთი სახეობა (პარაზიტი) მეორის (მასპინძლის) ხარჯზე ცხოვრობს. პარაზიტი - მასპინძელი რთული, ურთიერთდამოკიდებული, ერთიანი სისტემაა. როგორცწესი, პარაზიტი მასპინძელს არ კლავს, რადგანაც ამ უკანასკნელის სიკვდილი ამავე დროს გამოიწვევდა პარაზიტის დაღუპვასაც. ევოლუციის პროცესში სისტემა პარაზიტი - მასპინძლის ჩამოყალიბება წარმოებდა ამ ორი პარტნიორის ურთიერთადაპტაციის გზით, რამაც განაპირობა ამ სისტემის მდგრადობა. ხშირად პარაზიტებს ჰყავთ თავიანთი პარაზიტი, ეგრეთ.წოდებული.ზეპარაზიტი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9