ეს ტერმინი, მიუხედავად მისი ეტიმოლოგიისა (ვნება, ვნებიანობა, ემოციურობა), განსხვავებულ დისკურსში, განსხვავებულ კონტექსტში, - განსხვავებულადვე გამოიყენება და სხვა ცნებას, სხვა სუბსტანციას ასახავს. ადამიანის პასიონარობა ქმედებისათვის ვნებიანი მზადყოფნაა. ეთნოგენეზის პასიონარობის თეორიის შემქმნელი, საბჭოთა და რუსეთის მეცნიერის -ლ. ნ. გუმილევის (Lev Nikolaevich Gumilyov, 1912 – 1992) შეხედულებების შესაბამისად, ეს არის ადამიანებისა და მათი საზოგადოების მომცველი დაუძლეველი შინაგანი მისწრაფება (შეგნებული ან, უფრო ხშირად, სპონტანური) საქმიანობისკენ, რომელიც რომელიმე, საკუთარ სიცოცხლეზე უფრო ღირებულად მიჩნეული, მიზნის (ხშირად მოჩვენებითი) მიღწევისკენ არის მიმართული.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024