დედამიწის პოლარული რეგიონების კლიმატი, რომელიც ხასიათდება მთელი წლის განმავლობაში ჰაერის უარყოფითი ტემპერატურით და მცირე ნალექებით (100-200 მმ წელიწადში). დომინირებს არქტიკაში - ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზონაში და ანტარქტიდაში. ყველაზე რბილი - არქტიკის ატლანტიკურ სექტორშია, ყველაზე მკაცრი კი -აღმოსავლეთ ანტარქტიდის პლატოზე. გერმანული წარმოშობის რუსი მეცნიერი პიოტრ კოპენის (რუს.,Пётр Иванович Кёппен, 1793 –1864) კლასიფიკაციაში პოლარული კლიმატი მოიცავს არა მხოლოდ ყინულის კლიმატის ზონებს. არამედ ტუნდრას ზონის კლიმატსაც
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024