(Continental Arctic air) - ყველაზე ცივი ჰაერი ჩვენს ატმოსფეროში. იგი იქმნება არქტიკის ყინულოვან ველებზე. - ჰაერის მასა, რომელიც წარმოიქმნება პოლარულ რეგიონებში ხმელეთის ან ოკეანის გაყინული ადგილების თავზე; ხასიათდება დაბალი ტემპერატურით, მდგრადობით, დაბალი ხვედრითი ტენიანობით და მცირე ვერტიკალური მანძილით. ეს ჰაერი ჩვენამდე მოდის ნოვაია ზემლიასა და ყარას ზღვის გავლით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყინულით არის გადაჭედილი. მისი ტემპერატურა დაბალია და ამიტომ მასში წყლის ორთქლი ძალიან ცოტაა. ვინაიდან არქტიკაში მტვერი არ არის, კონტინენტური არქტიკული ჰაერი ძალიან სუფთა და გამჭვირვალეა.ზამთარში მას ჩვეულებრივ მოაქვს ძლიერი ყინვები და ნათელი ამინდი, ხოლო ზაფხულში - ცივი ამინდი მცირე მოღრუბლულობით დღისით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,