&
K R

პა პე პი პლ პო პრ
პოლ პოპ პოტ

პოპულაციის

(ლათინური. populatio) რიცხოვნობა - მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მახასიათებელი - ერთი პოპულაციის კუთვნილი ორგანიზმების რაოდენობა. პოპულაციის რიცხოვნობის მინიმუმამდე შემცირებისას (მიღებული სისტემური კუთვნილების მიხედვით), პოპულაციის გამქრობთა რიგებს მიაკუთვნებენ. პოპულაციაში ინდივიდთა რაოდენობას უდიდესი ევოლუციური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მნიშვნელოვანია არა ინდივიდების საერთო რაოდენობა პოპულაციაში, არამედ მათი ეფექტური რიცხვი - რეპროდუქციული რიცხვი - პოპულაციის ის ნაწილი, რომელიც მომავალი თაობის გენოფონდის ფორმირებას ახდენს (გენეტიკურად ეფექტური სიდიდე). ადამიანებისთვის ეფექტური რიცხოვნობა 45 უდრის, სახლის თაგვისთვის - 10, ეედეს (aedes) კოღოსა (ლათ. culicidae) და დროზოფილასთვის (ლათ. drosophila ძველი .ბერძნული.- დან δρόσος - ნამი და φιλέω - სიყვარული) - 500, მოკრიცა (ლათ. oniscidea) (მიწის კიბორჩხალები) - კიბოსნაირთა ქვეგანყოფილება იზოპოდების რიგიდან (isopoda) - 19 ინდივიდი. მსხვილი პოპულაციის უმეტესობის საშუალო რიცხოვნობა წლიდან წლამდე შედარებით მცირედ იცვლება, რადგან: ყოველწლიურად დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის ინდივიდი იღუპება; ორგანიზმები უფრო ინტენსიურად მრავლდება პოპულაციის დაბალი სიმჭიდროვისას და ნაკლებად ინტენსიურად უფრო მაღალი სიმჭიდროვისას; სხვადასხვა გარემო ფაქტორები ეწინააღმდეგება მოსახლეობის მაღალ რეპროდუქციულ პოტენციალს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9