პოპულაციის სქესობრივი, ასაკობრივი, გენეტიკური შემადგენლობა. პოპულაციის სტრუქტურა - გარკვეული ორგანიზაციაა, რომელიც ყალიბდება, ერთი მხრივ, სახეობის ბიოლოგიური თვისებების საფუძველზე, ხოლო მეორეს მხრივ გარემოს აბიოტური ფაქტორებისა და სხვა სახეობების პოპულაციების გავლენით. პოპულაციის სტრუქტურა არ არის სტაბილური. განასხვავებენ სივრცულ (ტერიტორიულ), ასაკობრივ, სქესობრივ, გენეტიკურ, ქცევით და სხვა ტიპის პოპულაციის სტრუქტურას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,