თუ სტაბილურ წონასწორობაში მყოფ სისტემაზე, გარედან ხდება ზემოქმედება მისი წონასწორობის რომელიმე პირობის (ტემპერატურა, წნევა, კონცენტრაცია, გარე ელექტრომაგნიტური ველი) შეცვლის მიზნით, მაშინ სისტემაში მძაფრდება ცვლილებების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესები. ფრანგმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა ანრი ლე შატელიემ (ფრ. Henri Louis Le Chatelier, 1850 - 1936) ჩამოაყალიბა ეს თერმოდინამიკური მოძრავი წონასწორობის პრინციპი, რომელიც მოგვიანებით განზოგადდა გერმანელი ფიზიკოსის, ნობელის პრემიის ლაურიატის კარლ ბრაუნის (გერმ. Karl Ferdinand Braun, 1850 - 1918) მიერ. პრინციპი გამოიყენება ნებისმიერი ხასიათის წონასწორობისთვის: მექანიკური, თერმული, ქიმიური, ელექტრო (ლენცის ეფექტი, პელტიეს ფენომენი). ბიოლოგიურ დონეზე, ეს რეალიზებულია ეკოლოგიური სისტემების ავტოორეგულირების უნარის სახით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,