ეკოსისტემის სახეობრივი მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მის მდგრადობას; სიმრავლის ძლიერი რყევები დამახასიათებელია მარტივი ეკოსისტემებისთვის და იშვიათია მრავალკომპონენტიან ეკოსისტემებში. ეკოსისტემების უნარს შეინარჩუნონ თავიანთი სტრუქტურა და ფუნქციონირება გარე ფაქტორების ზემოქმედებისას, ეკოსისტემების სტაბილურობას უწოდებენ. მდგრადობა გაგებულია, როგორც ეკოსისტემის უნარი, დაუბრუნდეს პირვანდელ (ან მასთან ახლო) მდგომა-რეობას მასში არსებული დისბალანსის ფაქტორების ზემოქმედების შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024