გლობალური პრობლემა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განვითარება და ახალი საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტების შემუშავება, მსოფლიო ოკეანის წყლების სულ უფრო მეტ დაბინძურდებას იწვევს, ყველა ცოცხალი არსებისთვის საშიში შედეგებით. მსოფლიო ოკეანეები - უზარმაზარი, მაგრამ ძალიან მყიფე სისტემაა. ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ოკეანეების დაბინძურებამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. იმავდროულად, არა მხოლოდ ეკოსისტემების კეთილდღეობა დამოკიდებულია წყლის მდგომარეობაზე - ადამიანის ცივილიზაცია დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ოკეანეზე: ის გავლენას ახდენს მთელი პლანეტის ამინდზე და კლიმატზე, სწორედ ამიტომ მსოფლიო ოკეანის დაბინძურება გახდა ჩვენი დროის ერთ – ერთი ყველაზე სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024