კაცობრიობის გლობალური პრობლემა, რომელიც შეიცავს დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ და სასურსათო პრობლემებს. თანამედროვე მსოფლიოში სიღარიბე და ჩამორჩენილობა დამახასიათებელია პირველ რიგში განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 2/3 ცხოვრობს. ამიტომ, ამ გლობალურ პრობლემას ხშირად უწოდებენ განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენილობის დაძლევის პრობლემას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024