&
K R

პა პე პი პლ პო პრ
პრი პრო

პრობლემა სასურსათო

გლობალური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია მაღალკალორიული და დაბალანსებული კვების ნაკლებობით, რომლითაც, გაეროს მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1/3 - ია უზრუნველყოფილი. სასურსათო პრობლემა დემოგრაფიულ პრობლემასთან არის მჭიდო კავშირში. სასურსათო პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს: 1) ექსტენსიური გზა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და თევზის მრეწველობის ახალი სავარგულების ათვისებისაგან შედგება და მნიშვნელოვან ტექნიკურ ხარჯებსა და რაციონალურ პროგრამებს მოითხოვს; 2) ინტენსიური გზა, რომელიც შეიცავს არსებული სავარგულების პროდუქტიულობის ამაღლებას: აგრო - ტექნიკური კულტურის განვითარების, მცენარეთა მაღალმოსავლიანი და შინაური ცხოველებისა და ფრინველის მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანის, მექანიზაციის, ქიმიური დამუშავების, მიწის მელიორაციის, აკვა - და მარიკულტურის განვითარებისა და ასე.შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9