&
K R

პა პე პი პლ პო პრ
პრი პრო

პროდუქტიულობა (პროდუქცია) ბიოლოგიური

ა) ტერმინი, რომელიც ეხება ეკოლოგიას და ზოგადად ბიოლოგიას. მისი არსი ბიომასის გენერაციის სიჩქარე ეკოსისტემაში, რომელსაც საფუძვლად უდევს სხივური ენერგიის ათვისება ფოტოსინთეზისა და ქემოსინთეზის პროცესში ორგანული ნივთიერებების წარმოქმნით, რომელთა გამოყენება შემდგომ შეიძლება საკვებად. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მავნე შედეგებიც წარმოიქმნას. ასეთებია, მაგალითად, გარკვეული სახეობის ფიტოპლანქტონის გადაჭარბებული განვითარება: - მტკნარ წყლებში მოლურჯო - მომწვანე წყალმცენარეები, პერიდინიუმის ტოქსიკური სახეობები ზღვებში. ბ) მცენარეების (პირველადი პროდუქცია), ცხოველებისა და მიკროორგანიზმების (მეორადი პროდუქცია) ან მთლიანად ეკოსისტემის მიერ, დროის ერთეულში (დღე - ღამე), ფიტოცენოზის ერთეულ ფართობზე ან წყლის ერთეულ მოცულობაზე გაანგარიშებით, შექმნილი ორგანული ნივთიერებათა (ბიომასის) რაოდენობა (გ /მ2 ∙24 სთ; გ /მ3 ∙24 სთ). ჩვეულებრივ, ადამიანი დაინტერესებულია პროდუქტიულობის გაზრდით, რადგან ეს ზრდისბუნების ბიოლოგიური რესურსების გამოყენების შესაძლებლობას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9