&
K R

პა პე პი პლ პო პრ
პრი პრო

პროდუქტიულობა ბიოლოგიური პირველადი

ბიომასა (მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოების), ასევე ენერგია და ბიოგენური აქროლადი ნივთიერებები, რომლებსაც მხოლოდ პროდუცენტები აწარმოებენ ერთეულ ფართობზე ერთეულ დროში. ვინაიდან პირველადი პროდუქტიულობა დამოკიდებულია ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე და, შესაბამისად, CO2 - ის კონცენტრაციაზე დედამიწის ატმოსფეროში, არსებობდა სამეცნიერო მოსაზრება, რომ პირველადი პროდუქტიულობა გაიზრდებოდა ნახშირორჟანგის შემცველობით, რომელიც ბოლო ათწლეუ-ლების განმავლობაში შეინიშნებოდა. მაგრამ ეს არ ხდება სხვა ეკოლოგიური ფაქტორების მოქმედების (მაგალითად, ნიადაგის, წყლის, ჰაერის დაბინძურების)და უფრო პროდუქტიული ბიოტიკური ოჯახების ნაკლებად პროდუქტიული ოჯახებით ჩანაცვლების გამო (მაგალითად, ტყეები, სტეპები იცვლება აგროეკოსისტემებით).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9