&
K R

პა პე პი პლ პო პრ
პრი პრო

პროდუცენტები

(ლათინური. producens - წარმომქმნელი, შემქმნელი) – ეკოსისტემაში პირველადი ბიოლოგიური პროდუქტების შემქმნელები, არიან ავტოტროფული ("თვითმკვებავი") ორგანიზმები, რომლებიც ინახავენ ენერგიას, ქმნიან ორგანულ ნივთიერებებს მზის ენერგიის (მწვანე მცენარეები) ან ქიმიური რეაქციების ენერგიის გამოყენებით (ბაქტერიები). ორგანიზმები, რომელთაც აქვთ ფოტო, ან ქემოსინთეზის უნარი და კვებით ჯაჭვში არიან ორგანული ნივთიერებათა წარმომქმნელები, ესეიგი ავტოტროფული ორგანიზმები. ისინი ძირითადად მწვანე მცენარეებია (ორგანულ ნივთიერებებს სინთეზირებენ არაორგანულიდან ფოტოსინთეზის პროცესში), ამასთან, ზოგიერთ ქემოტროფულ ბაქტერიას შეუძლია ორგანული ნივთიერებების წმინდა ქიმიური სინთეზი მზის სხივების გარეშე. პროდუცენტები კვების ჯაჭვის პირველი რგოლია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9