&
K R

პა პე პი პლ პო პრ
პრი პრო

პროკარიოტები

(ლათინური. Procaryota; ძველი. ბერძნული. πρό - „წინ“ და κάρυον - „ბირთვი“) - საერთო სახელწოდება ერთუჯრედიანი ორგანიზმებისა, რომელთაც არა აქვთ ნამდვილი ბირთვი და ქრომოსომებად ჩამოყალიბებული მემკვიდრული აპარატი; ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც არ ფლობენ (ევკარიოტებისგან განსხვავებით) წარმოქმნილ უჯრედის ბირთვს და სხვა შინაგან მემბრანულ ორგანოიდებს. სახელწოდება ფრანგი ბიოლოგი ედუარდ შატონის (ფრ.Édouard Pierre Léon Chatton, 1883 - 1947) მიერ 1925 წელს იყო შემოტანილი. პროკარიოტები არ ვითარდებიან და არ დიფერენცირებენ მრავალუჯრედიან ფორმაში. ზოგიერთი ბაქტერია იზრდება როგორც ბოჭკოვანი ან უჯრედული მასა, მაგრამ კოლონიაში ყველა უჯრედი ერთნაირია და დამოუკიდებელი სიცოცხლე შეუძლია. ბიომასისა და სახეობების რაოდენობის მიხედვით, პროკარიოტები დედამიწაზე სიცოცხლის ყველაზე წარმომადგენლობითი ფორმაა. მაგალითად, პროკარიოტები ზღვაში შეადგენენ ყველა ორგანიზმის მთლიანი წონის 90%-ს, ნაყოფიერი ნიადაგის ერთ გრამში 10 მილიარდზე მეტი ბაქტერიული უჯრედია. ცნობილია დაახლოებით 3000 სახეობის ბაქტერია და არქეა, მაგრამ ეს რიცხვი ალბათ ბუნებაში არსებული სახეობების 1% - ზე ნაკლებია. ზომით პროკარიოტული უჯრედების უმეტესობა ძალიან მცირეა, ვიდრე ეუკარიოტული უჯრედები. ტიპიური ბაქტერიული უჯრედის ზომა დაახლოებით 1 მკმ-ია, ხოლო ეუკარიოტული უჯრედები შედარებით დიდი ზომისაა 10-დან 100 მკმ-მდე. ტიპიური პროკარიოტული უჯრედი დაახლოებით იგივე ზომისაა, რაც ეუკარიოტული მიტოქონდრიონი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9