აერობულ პირობებში წყალში მყოფი ორგანული ნივთიერებების ბიოქიმიური ჟანგვის დროს, გარკვეულ დროსა და პირობებში მოხმარებული გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა, გამოისახება მგO/დმ3 . იგი, როგორც წყლის ობიექტების დაბინძურების ინტეგრალური მახასიათებელი, ჩამდინარე წყლებში ანთროპოგენური ორგანული ნივთიერებების საერთო შემცველობის დასახასიათებლად გამოიყენება. ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარების ყველაზე მაღალი სიდიდით პროდუქტიული ევტროფიული ტბები ხასიათდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,