(ჟქმ) - წყალში არსებული ორგანული და არაორგანული ნივთიერებების ქიმიური დაჟანგვის დროს მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობა სხვადასხვა ოქსიდანტების ზემოქმედებით. ჟანგბადის ქიმიური მოხმარების თეორიული მნიშვნელობა ფორმალურად განისაზღვრება, როგორც ჟანგბადზე გადაანგარიშებული დამჟანგველის მასა, გამოსახული მგ/ლ, რომელშიც მთელი ნახშირბადი, წყალბადი, გოგირდი, ფოსფორი და სხვა ელემენტები (აზოტის გარდა), თუ ისინი ორგანულ ნივთიერებაში იმყოფებიან, CO2, H2O, P2O5, SO3 - მდე იჟანგებიან, ხოლო აზოტი ამონიუმის მარილში გარდაიქმნება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024