რედოქს რეაქციები (ინგლ. redox, reduction-oxidation - აღდგენა ჟანგვასგან) რეაქციები, რომლებშიც ხდება კონკრეტული, ერთმანეთთან რეაქციაში მყოფი ნივთიერებების შემადგენლობაში შემავალი ელემენტების დაჟანგვის ხარისხის ცვლილება. ეს აიხსნება იმით, რომ ატომებს შეუძლიათ ერთმანეთთან ელექტრონების გაცვლა. ჟანგვის პროცესი ყოველთვის ხდება აღდგენის პარალელურად. რედოქს რეაქციის დროს აღმდგენი აგენტი თმობს ელექტრონებს, ანუ იჟანგება; ჟანგვის აგენტი იძენს ელექტრონებს, ანუ აღდგინდება. ნებისმიერი რედოქსული რეაქცია წარმოადგენს ორი საპირისპირო ტრანსფორმაციის ერთიანობას - დაჟანგვასა და აღდგენის, რომლებიც ხდება ერთდროულად და ერთმანეთისგან გამიჯვნის გარეშე. რედოქს რეაქციის დროს აღმდგენი აგენტი თმობს ელექტრონებს, ანუ იჟანგება; ჟანგვის აგენტი იძენს ელექტრონებს, ანუ მიმდინარეობს აღდგენა. ნებისმიერი რედოქსული რეაქცია წარმოადგენს ორი საპირისპირო ტრანსფორმაციის ერთიანობას - დაჟანგვასა და რედუქციას, რომლებიც ხდება ერთდროულად და ერთმანეთისგან გამიჯვნის გარეშე. რედოქს რეაქციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და ხდება ბევრ პროცესში, როგორიცაა ფოტოსინთეზი ან ლითონის კოროზია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024