ლათინური. radiatio – გამოსხივება) – ფიზიკაში გამოსხივება არის ენერგიის გადაცემა ტალღების ან ნაწილაკების სახით სივრცეში ან მატერიალურ გარემოში. ეს კონცეფცია მოიცავს: ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას - რადიოტალღები, მიკროტალღები, ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული სინათლე, ულტრაიისფერი გამოსხივება, რენტგენის და გამა გამოსხივება (γ); ნაწილაკების გამოსხივებას - ალფა გამოსხივება (α), ბეტა გამოსხივება (β), ნეიტრონული და ნეიტრინო გამოსხივება (ნეიტრალური ნაწილაკები ნულოვანი უძრაობის ენერგით); აკუსტიკურ გამოსხივებას, როგორიცაა ულტრაბგერითი, ბგერითი და სეისმური ტალღები (დამოკიდებულია გადაცემის ფიზიკურ საშუალებაზე); გრავიტაციულ გამოსხივებას - გამოსხივება, რომელიც იღებს გრავიტაციული ტალღების ფორმას, ან ტალღურ ციმციმს სივრცულ - დროით გამრუდებაში. მაიონიზებელი გამოსხივება - ნაწილაკებისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვანტების ნაკადი, რომელთა გავლა ნივთიერებაში მისი ატომების ან მოლეკულების იონიზაციას და აგზნებას იწვევს. ესენია ელექტრონები, პოზიტრონები, პროტონები, ნეიტრონები და სხვა ელემენტარული ნაწილაკები, აგრეთვე ატომური ბირთვები და ელექტრომაგნიტური გამოსხივება: გამა -გამოსხივება, რენტგენის გამოსხივება, ოპტიკური დიაპაზონის გამოსხივება. ნეიტრალური ნაწილაკების (გამა - კვანტები, ნეიტრონები) შემთხვევაში იონიზაციას ახორციელებს მეორადი დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც წარმოიქმნებიან ნეიტრალური ნაწილაკების მატერიასთან ურთიერთქმედების პროცესში. მაღალი ინტენსივობის რადიაცია საშიშია ცოცხალი ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის სიცოცხლისთვის: იწვევს მუტაციებს, სხივურ დაავადებას და ასე შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024