(ატმოსფეროში) - დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ღრუბლების ინფრაწითელი გამოსხივება ტალღის სიგრძის 4 - 120 მკმ - ს დიაპაზონში. მზის სხივებით გათბობით, ჩვენი პლანეტა თვითონ გვევლინება რადიაციის წყაროდ. რადგან დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა არ აღემატება რამდენიმე ათეულ გრადუსს, იგი ასხივებს, ქვემოდან ზემოთ მიმართულ, გრძელტალღიან ინფრაწითელ სხივებს. დედამიწის ზედაპირის მიერ გამოსხივებული სითბური სხივები, ტალღის სიგრძეზე დამოკიდებულებით, ან დაუბრკოლებლად გადის ატმოსფეროს სივრციდან, ან დაკავდება მის მიერ. დადგენილია, რომ 9- 12 მიკრონის ტალღის სიგრძის გამოსხივება თავისუფლად გადის რსკვლავთშორის სივრცეში, რის შედეგადაც დედამიწის ზედაპირი თავისი სითბოს მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. გრძელტალღიანი რადიაცია პლანეტის მიერ სითბოს დაკარგვას იწვევს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024