გამოსხივება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი და ტექნოგენური რადიაციული ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით. ბუნებრივი რადიაციული ფონი - გამოსხივება, შექმნილი ბუნებაში გაბნეული რადიონუკლიდების მიერ, მათ შორის: რომლებსაც შეიცავს დედამიწის ქერქი, მიწის ზედაპირული ჰაერის ფენა, ნიადაგი, წყალი, მცენარეები, საკვები პროდუქტები, ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმი (84 %); კოსმოსური გამოსხივება (16 %). ამ ფონის მნიშვნელობა ფართოდ იცვლება დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. ადამიანის სხეულში ექვივალენტური დოზა 0.002 ზივერტს (ზვ) უდრის. კოსმოსური სხივების მაიონიზებელი გამოსხივებისგან ბიოსფერო ოზონის შრით არის დაცული. ტექნოგენური ფონის გამოსხივება დაკავშირებულია მთის ქანების დამუშავებასა და გადაადგილებასთან, ქვა ნახშირის, ნავთობის, გაზისა და სხვა წიაღისეული საწვავის დაწვასთან, აგრეთვე ბირთვული იარაღის გამოცდასთან და ბირთვული ენერგეტიკასთან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,