&
K R

რა რე რი რო რუ
რად

რადიოაქტიური ელემენტები

ქიმიური ელემენტები, რომელთა ყველა იზოტოპი რადიოაქტიურია. ისინი გამოყოფენ რადიაციას. ქიმიური ელემენტები, რომლებსაც აქვთ არასტაბილური ატომური ბირთვები, რომლებიც სპონტანურად იშლებიან, სხვა ელემენტების ატომურ ბირთვებად იქცევიან და, ამავე დროს,ასხივებენ ნაწილაკებს (ელექტრონებს, პროტონებს, პოზიტრონებს, ნეიტრონებს) და ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვანტებს (რენტგენისა და გამა - სხივებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუტაგენური, კანცეროგენური, ტერატოგენური და სხვა ცვლილებები ცოცხალ ორგანიზმებში, ასევე ნეგატიური ეკოლოგიური მოვლენები. გარდა ამისა, ღემდესინთეზირებული ყველა ხელოვნური ელემენტი რადიოაქტიურია, ვინაიდან მათი ყველა იზოტოპი რადიოაქტიურია. მკაცრი გაგებით, რადიოაქტიურია ყველა ის ელემენტი, რომელიც მენდელეევის პერიოდულ სისტემაში ტყვიის შემდეგ მიდის (მათ შორის, ბისმუთი), ასევე ელემენტები ტექნეციუმი და პრომეთიუმი. ბევრ რადიოაქტიურ ელემენტს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. ურანი და პლუტონიუმი გამოიყენება, როგორც გახლეჩადი მასალა ატომურ რეაქტორებში და ბირთვულ იარაღში. ამასთან, ატომის ბირთვის გახლეჩის პროცესი - გზოთერმული პროცესია, რის შედეგად დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, რეაქციისა და, ასევე, გამოსხივების პროდუქტების კინეტიკური ენერგიის სახით. ზოგიერთი რადიოაქტიური ელემენტი ატომური ელექტრო ბატარეების წარმოებისთვის გამოიყენება, რომელთა უწყვეტი მოქმედების ვადა რამდენიმე წლამდეა. ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტების დიდი სიცოცხლის უნარიანი იზოტოპები გეოქრონოლოგიაში გამოიყენება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9