ბირთვული მასალები და რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა შემდგომი გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ქიმიური ელემენტების რადიოაქტიურ იზოტოპებს და, ნამუშევარი ბირთვული საწვავისგან განსხვავებით, გამოყენებას არ ექვემდებარებიან. ლიტერატურაში გვხვდება სახელწოდება - ბირთვული ნარჩენები. ხშირად რადიოაქტიურ ნარჩენებს და ნამუშევარ ბირთვულ საწვავს ერთმანეთში ურევენ და სინონიმებად მიიჩნევენ. რადიოაქტიური ნარჩენებისგან განსხვავებით, ნამუშევარი ბირთვული საწვავი არის საწვავის ელემენტი, რომელიც შეიცავს, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინასა და სამეცნიერო საქმიანობაში ფართო გამოყენებაში მყოფ, ბირთვული საწვავის ნარჩენებს და მრავალი გახლეჩის პროდუქტებს, ძირითადად 137C და 90Sr. ამიტომ, ის არის ღირებული რესურსი, რომლის გადამუშავება ხდება ახალი ბირთვული საწვავისა და იზოტოპური წყაროების მისაღებად. რადიოაქტიური ნარჩენების განსაკუთრებული სახეობაა თხევადი ტექნოლოგიური რადიოაქტიური ნარჩენები - სამრეწველო ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ტექნოგენური წარმოშობის რადიოაქტიურ ნუკლიდებს, ანუ წარმოქმნილებს: თავდაცვისა და სხვა სახის ატომური მრეწველობის საწარმოთა საქმიანობის შედეგად; ბირთვული საწვავის ციკლის საწარმოებებში; ატომურ ელექტროსადგურებში; ატომური ფლოტის ხომალდების ექსპლუატაციისას; რადიოიზოტოპური პროდუქტების წარმოებისა და გამოყენების და, ასევე, რადიაციული ავარიების დროს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,