&
K R

რა რე რი რო რუ
რად

რადიოაქტიურობა

(ლათინური. radio - ვასხივებ და activus - მოქმედი) – არასტაბილური ატომური ბირთვების სპონტანური გარდაქმნა სხვა ელემენტების ბირთვებად, რასაც თან ახლავს ნაწილაკების ან γ- კვანტის გამოყოფა. რადიოაქტივობა პირველად 1896 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ა. ბეკერელმა (ფრ. Antoine Henri Becquerel, 1852 - 1908) აღმოაჩინა. 2500 ცნობილი ატომის ბირთვთაგან დაახლოებით 90% სტაბილური არ არის. რადიოაქტივობის 4 ტიპი არსებობს: α- დაშლა, β- დაშლა, ატომური ბირთვების სპონტანური გახლეჩა, პროტონის რადიოაქტიურობა. რადიოაქტივობას ახასიათებს ბირთვების საშუალო რაოდენობის დროთა განმავლობაში ექსპონენციალური შემცირება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9