&
K R

რა რე რი რო რუ
რად

რადიოაქტიურობა ნიადაგის

ექსპონენციალური შემცირება. რადიოაქტიურობა ნიადაგის - ნიადაგის თვისებები განპირობებული მასში რადიოაქტიური ქიმიური ელემენტების შემცველობით. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ რადიოაქტიურობას. ბუნებრივი რადიოაქტიურობა გამოწვეულია ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტებით. ნიადაგებში ხელოვნური რადიოაქტივობა გამოწვეულია რადიოაქტიური იზოტოპებით, რომლებიც წარმოიქმნება ატომური და თერმობირთვული აფეთქებების შედეგად ან წარმოადგენს ნარჩენებს ბირთვული ინდუსტრიიდან. ბუნებრივი რადიონუკლიდების ჯგუფში შედის: 238U, 235U, 232Th და მათი დაშლის პროდუქტები (Ra, Rn, Th და ა.შ.), ასევე 40K, 87Rb, 14C და 3H. ბუნებრივი რადიონუკლიდების გარდა, ამჟამად ცნობილია 1300-ზე მეტი ხელოვნური, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: 90Sr, 137Cs, 131J, 89Kr, 3H. მათ შეუძლიათ შეუქმნან საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას სოფლის მეურნეობის მცენარეების, სასმელი წყლის, საკვების, ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9