ბატარეის ენერგიაზე მომუშავე ტელემეტრიული ხელსაწყო, რომელიც ჩვეულებრივ მიეწოდება ატმოსფეროში მეტეოზონდის დახმარებით, რომელიც ზომავს ატმოსფეროს სხვადასხვა პარამეტრს და გადასცემს მათ რადიოთი მიწის ზედაპირზე განლაგებულ მიმღებს.თანამედროვე რადიოზონდები ზომავენ ან გამოთვლიან შემდეგ ცვლადებს: სიმაღლეს, წნევას, ტემპერატურას, ფარდობით ტენიანობას, ქარს (ქარის სიჩქარეს და მიმართულებას), მაღალ სიმაღლეზე კოსმოსური სხივების მონაცემებს და გეოგრაფიულ მდებარეობას (განედი/გრძედი). რადიოზონდები, რომლებიც ზომავენ ოზონის კონცენტრაციას, ცნობილია როგორც ოზონოზონდები
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024