ყველა სახის ატმოსფერული ფენომენის მიერ რადარის ტალღების გაფანტვის შესწავლა და რადარის გამოყენება ამინდის დაკვირვებისა და პროგნოზის მიზნით; მეტეოროლოგიის მეცნიერების ის დარგი, რომელიც მოიცავს ატმოსფეროში რადიო ენერგიის გავრცელებას და მეტეოროლოგიაში რადიო და რადიოლოკაციური აღჭურვილობის გამოყენებას; ეს არის ყველაზე ზოგადი ტერმინი და მოიცავს რადიოლოკაციურ მეტეოროლოგიას. ასევე ცნობილია როგორც რადიოელექტრული მეტეოროლოგია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024