(ძველი.ბერძნული. φόβος - შიში) - დასაბუთებული ან წარმოსახვითი მიზეზების გამო რადიაციული დაზიანების შიშით გამოწვეული ადამიანის სასაზღვრო რეავადმყოფური მდგომარეობა. ნერვულ - სომატური ფსიქიკური და ფიზიოლოგიური აშლილობების,ზოგჯერ რთული სამკურნალო, კომპლექსი, გამოხატული მაიონიზირებელი (რადიაციის) და არაიონიზირებელი ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა წყაროების შიშით. რადიოფობიის გაჩენა განიხილება, როგორც ფსიქოგენური ეფექტი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი კავშირი მაიონიზებელი გამოსხივების ან არაიონიზირებელი ელექტრომაგნიტური ველების რეალური ზემოქმედების ხარისხთან. რადიოფობია თანამედროვე სამყაროში ასევე გამოიხატება ნებისმიერი რეალური ან აღქმული რადიაციული წყაროების შიშით: ფიჭური კავშირის საბაზო სადგურების, ანტენების, მიკროტალღური ღუმელების და ასე.შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024