(ლათინური. reservatum - შენახული, reservare - შენახვა) - ტერიტორია, სადაც ბუნებრივი რესურსები (ცხოველები და მცენარეები) იმყოფება მთავრობის სპეციალური დაცვის ქვეშ, სადაც სპეციალურად არის დაცული ერთი სახეობა ან სახეობათა ჯგუფი, ან მთელი ბუნებრივი კომპლექსი. რეზერვატები დაცული ტერიტორიის ტიპებით გამოირჩევა: ბუნებრივი, საზღვაო, ჭაობიანი, ბოტანიკური, ზოოლოგიური, სანადირო და სხვა. ბუნების დაცვის ორგანიზების მეთოდის მიხედვით გამოიყოფა ბიოსფერული რეზერვატი და რესურსების რეზერვატი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024