&
K R

რა რე რი რო რუ
რეა რეგ რედ რეე რეზ რეკ რელ რეპ რეს რეფ რეც

რეკულტივაცია ნიადაგის

დარღვეული ლანდშაფტების აღდგენისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებათა სისტემა. სამთო დამუშავებით დარღვეული მიწების რეკულტივაცია სამ ეტაპად ხორციელდება: 1. მოსამზადებელი - დაზიანებული ტერიტორიების გამოკვლევა, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთებისა და სამელიორაციო პროექტის მომზადება; 2. სამთო - ტექნიკური რეკულტივაცია - ეს ეტაპი შეიძლება შეიცავდეს: ქიმიურ მელიორაციას; ნიადაგის ნაყოფიერი ფენისა და არატოქსიკური ქანების მოხსნას და შენახვას შემდგომი გამოყენებისათვის; მიწაყრილების ზედაპირის ფორმირება და დაგეგმვა; ფესვის განვითარების პოტენციურად ნაყოფიერი ფენის ფორმირება; 3. ბიოლოგიური მელიორაცია, მიმართული სამთო - ტექნიკურ რეკულტივაციის პროცესში მომზადებული მიწების ნაყოფიერების აღდგენაზე, მათი სრულფასოვან ტყეებად ან სასოფლო - სამეურნეო მიწებად გადაქცევაზე (მრავალწლიანი პარკოსნების: ლუპინის, ტკბილი სამყურას, იონჯას თესვა შემდგომი ხვნათი, ხის ჯიშების დარგვა) მიწების რეკულტივაცია - ნიადაგის ნაყოფიერების და მცენარეული საფარისნაყოფიერების ხელოვნური აღდგენა, რომელიც დარღვეულია სამთო დამუშავების, გზებისა და არხების, კაშხლების და ასე.შემდეგ. მშენებლობის შედეგად. მიწის სარეკულტივაციო სამუშაოები მოიცავს: რელიეფის აღდგენას, ხევების, კარიერებს შევსებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9