(წოდებულია ინგლისელი ფიზიკოსების ლორდ რელეისა და ჯ.ი. ტეილორის საპატივსაცემოდ - ინგლ. Rayleigh - Taylor instability) - წნევის, სიმკვრივისა და სიჩქარის დარღვევების სპონტანური ზრდა არაჰომოგენური სიმკვრივის მქონე აირისებრ და თხევად გარემოში, რომლებიც მდებარეობენ გრავიტაციულ ველში (ინგლისური. John Strutt, 3rd Baron Rayleigh, 1842 - 1919), ან მოძრაობენ აჩქარებით (ინგლ. Geoffrey Ingram Taylor, 1886 – 1975). რელეი - ტეილორის არასტაბილურობის უმარტივესი შემთხვევაა - გრავიტაციულ ველში სხვადასხვა სიმკვრივის მქონე სითხეებსა ან აირებს შორის ინტერფეისის არასტაბილურობა, როდესაც უფრო მკვრივი გარემოს ფენა დევს არასტაბილურ წონასწორობაში ნაკლებად მკვრივ ფენაზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024