&
K R

რა რე რი რო რუ
რეა რეგ რედ რეე რეზ რეკ რელ რეპ რეს რეფ რეც

რელიეფი

მიწის ზედაპირის ფორმების ერთობლიობა. რელიეფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოსისტემების ფორმირებაში: ზღვის დონიდან აბსოლუტური სიმაღლის მატებით, ხდება კლიმატისა და, შესაბამისად, ეკოსისტემების შემადგენლობის ცვლილებები, ვერტიკალური ზონირების კანონების თანახმად. ასე, სტეპების ზონაში, მთებში სტეპის ეკოსისტემები ჩანაცვლებულია ტყეების ეკოსისტემებით (დასაწყისში ფართოფოთლოვანი ტყეებით, შემდეგ კი ტაიგის ტყეებით, ხავსების, მანანასებრების, წითელი მოცვის და მოცვის დაფარვით) და შემდეგ მთის ტუნდრებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9