ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სახეობის გამრავლებას. რეპროდუქციული ქცევა გულისხმობს სისტემას, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში გარკვეული რაოდენობის ბავშვის დაბადებას (ასევე ქორწინების გარეშე). შობადობის დონე ამა თუ იმ ტერიტორიაზე (ქვეყანა, რეგიონი, კონტინენტი, დედამიწა) დროის სხვადასხვა პერიოდში იზომება დემოგრაფიული მაჩვენებლებით (შობადობის საერთო და ჯამური კოეფიციენტი, შობადობის სპეციალური კოეფიციენტი და სხვა.) და წარმოადგენს ფუნქციას ორი ცვლადით: - ერთია, დემოგრაფიული სტრუქტურა, ანუ მოსახლეობის განაწილება სქესისა და ასაკის მიხედვით, ქორწინებითი მდგომარეობითა და სხვა პარამეტრებით; - მეორეა, რეპროდუქციული ქცევა ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობა და ქალის მიერ მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჩენილი ბავშვების საშუალო რიცხვი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024