&
K R

რა რე რი რო რუ
რეა რეგ რედ რეე რეზ რეკ რელ რეპ რეს რეფ რეც

რესურსები რეკრეაციული

ეს არის რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის დასვენებას და ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის აღდგენას. რეკრეაციულ რესურსებზე მსჯელობისას,უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ჰავა და კლიმატი, როგორც დასვენებისა და მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები. ჩვენს ქვეყანაში რელიეფის დიდი ამპლიტუდები არცთუ იშვიათად წლის გარკვეულ პერიოდში ქმნის ხელსაყრელ პირობებს ე.წ „კომფორტული კლიმატის „წარმოსაქმნელად.აქ ჰავის სპეციფიკას განსაზღვრავს მზის, რადიაციის, ატმოსფერული ცირკულაციის და რთული რელიეფის ურთიერთგავლენა. მზის ინტეგრალური და განსაკუთრებით ულტრაიისფერი რადიაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები შეიმჩნევა მთიან რაიონებში, რაც მნიშვნელოვნად აპირობებს მთის ჰავის სამკურნალო თვისებებს.მაგალითად, ბრონქიალური ასთმის მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია ბაკურიანში ტუბერკულოზის მკურნალობისთვის - აბასთუმანსა და ცემში და ასე შემდეგ..
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9