&
K R

რა რე რი რო რუ
რეა რეგ რედ რეე რეზ რეკ რელ რეპ რეს რეფ რეც

რეციკლინგი

(ინგლისური. recycling) - ტექნოგენეზის პროცესებში ნარჩენებისა და ემისიების დაბრუნების პროცესი. ნარჩენების გადამუშავების სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ნედლეულის განმეორებითი გამოყენებასთან მისი პირდაპირი დანიშნულებისამებრ. იგი გულისხმობს დამუშავებული ნედლეულის წარმოების ციკლში დაბრუნებას. რეციკლინგი უფრო ვიწრო კონცეფციაა უტილიზაციასთან მიმართებით. რეციკლინგის ორი ვარიანტი არსებობს: 1. ნარჩენების ხელახალი გამოყენება იმავე მიზნით, მაგალითად, მინის ბოთლების შესაბამისი დამუშავების შემდეგ; 2. ნარჩენების დაბრუნება საწარმოო ციკლში მათი შესაბამისი დამუშავების შემდეგ, მაგალითად, თუნუქის ქილების - ფოლადის წარმოებაში, მაკულატურის - ქაღალდისა და მუყაოს წარმოებაში. იგი წაროადგენს ჩვეულებრივი ნაგავსაყრელების ეკოლოგიურ ალტერნატივას. საშუალებას იძლევა შემცირდეს გამოყენებული რესურსების რაოდენობა, ასევე შემცირდეს სათბურის გაზების ემისიები. რეციკლინგი და ნარჩენების უტილიზაცია მოიცავენ: ნარჩენების ხელახალ გამოყენებას; ამ ნედლეულისგან ახალი ნივთების დამზადებას; ნარჩენების დანაწევრებას სასარგებლო კომპონენტების მოსაპოვებლად და დარჩენილი ნაგავის განადგურებას; ენერგიის მიღებას ნაგვის დაწვით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9