1) საქმიანობის სიტუაციური მახასიათებელი, რომელიც მოიცავს მისი შედეგის გაურკვევლობას და შესაძლო უარყოფით შედეგებს, წარუმატებლობის შემთხვევაში; 2) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან/და გარემოს დაზიანების ალბათობა; 3) ავარიის შექმნის ალბათობისა და მისი ზემოქმედების მასშტაბების ერთობლივი ეფექტი; 4) საფრთხის რაოდენობრივი შეფასების ზომა, რომელიც წარსულ გამოცდილებაზე ან იმიტაციურ მოდელებზეა დაფუძნებული. რისკის მართვის მაგალითებია: საგზაო ნიშნები, რომლებიც საზოგადოებას აფრთხილებენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, ხანძრის ჩაქრობის სისტემების დამონტაჟება შენობაში, თანამედროვე სიგნალიზაციის სისტემების დაყენება ავტომობილებზე, პროფილაქტიკური სამედიცინო აცრები, რისკის მართვას და მის შედეგად საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება სხვადასხვა სახის საკანონმდებლო აქტების გამოცემა, მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესები, ხანძარსაწინააღმდეგო წესები. რისკის მართვა მრავალსაფეხურიანი პროცესია და შედგება სამი ეტაპისაგან: რისკის ანალიზი; რისკის მართვა; კონტროლი
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024