&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
საა საგ საე სავ საზ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საყ საშ საც საწ სახ საჰ

საერთაშორისო ეკოლგიური თანამშრომლობა

სახელმწიფოთა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური ლიდერების, მეცნიერების, კულტურის მოღვაწეთა და ასე.შემდეგ. ერთობლივი ქმედებები, სოციალურ - ეკოლოგიური ურთიერთობების, საზოგადოების ცხოვრების ეკოლოგიური სფეროს განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით. საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში რეგულირდება საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლით, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ეფუძნება. ამ პრინციპების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გაეროს სტოკჰოლმის კონფერენციამ ადამიანის გარემომცველ გარემოს პრობლემების შესახებ (1972), გენერალური ასამბლეას მიერ მოწონებული (1982), ბუნების მსოფლიო ქარტიამ (WCN) და გაეროს საერთაშორისო კონფერენციამ ბუნებრივი გარემოსა და განვითარების შესახებ (რიო დე ჟანეირო, 1992). შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ეკოლოგიური პრინციპების განვითარების ისტორიაში, ჩვეულებრივ, ეს სამი ეტაპი (პერიოდი) გამოიყოფა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9