&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
საა საგ საე სავ საზ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საყ საშ საც საწ სახ საჰ

სათბურის გაზი

გაზი, რომელიც შთანთქავს დედამიწის თერმულ გამოსხივებას ატმოსფეროში, რითაც ქმნის სათბურის ეფექტს. ადამიანის საქმიანობის შედეგად CO2 და სხვა მსგავსი გაზების კონცენტრაციის მატება ატმოსფეროში, იწვევს ტემპერატურის ზრდას და კლიმატის ცვლილებას (დათბობას). ექვსი გაზი (ან გაზების ჯგუფი) კონტროლდება კიოტოს პროტოკოლით: CO2 (ნახშირორჟანგი), CH4 (მეთანი), N2O (აზოტის ქვეჟანგი), HFCs (ფტორნახშირწყალბადები), PFCs ერფტორნახშირბადები) და SF6 (გოგირდის ჰექსაფტორიდი). წყლის ორთქლი ასევე წარმოადგენს სათბურის გაზს, მაგრამ იგი არ განიხილება ბუნებრივი წარმოშობისა და ატმოსფეროში მისი კონცენტრაციის ზრდის შესახებ მონაცემთა ნაკლებობის გამო.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9