&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
საა საგ საე სავ საზ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საყ საშ საც საწ სახ საჰ

სათბურის ეფექტი

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის და სხვა ეგრეთ.წოდებული სათბურის გაზების დაგროვების შედეგად პლანეტა დედამიწაზე კლიმატის შესაძლო თანდათანობითი დათბობა. ამ გაზების ძირითადი წყარო ადამიანის საქმიანობაა; ტერმინი რომელიც აღწერს თუ როგორ იწვევს ჰაერში სათბურის გაზების დონის აწევა გლობალურ დათბობას - მსოფლიოში საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდას; ატმოსფეროს ტემპერატურის მატება მასში სათბურის გაზების შემცველობის ზრდის გამო, რაც იწვევს ჰაერის მიერ დედამიწის თერმული გამოსხივების გადაჭარბებულ შთანთქმას. სათბურის ეფექტის მექანიზმის იდეა პირველად 1827 წელს წარმოადგინა ფრანგმა ფიზიკამათემატიკოსმა ჯოზეფ ფურიემ (ფრანგული. Jean-Baptiste Joseph Fourier,1768 - 1830) სტატიაში ”ჩანაწერები დედამიწის და სხვა პლანეტების ტემპერატურის შესახებ”, რომელშიც მან განიხილა დედამიწის კლიმატის ფორმირების სხვადასხვა მექანიზმი. აღნიშნული ეფექტი უფრო სრულად შეაფასა შვედმა ფიზიკა - ქიმიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ქიმიაში სვანტე არენიუსმა 1896 წელს (შვედ. Svante August Arrhenius, 1859 - 1927), რომელმაც გლობალური დათბობის პირველი რაოდენობრივი პროგნოზი გააკეთა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) ჰიპოთეტური გაორმაგების შედეგად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9