&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ალა ალგ ალდ ალე ალო ალპ ალტ ალუ ალფ

ალერგია

(ძვ.ბერძნ. ἄλλος - სხვა, უცხო და ἔργον - მოქმედება) ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც განვითარებულია ადაპტური იმუნური სისტემის მიერ გარემოში არსებული არაინფექციური ნივთიერებების საპასუხოდ, ზოგიერთი ინფექციური ორგანიზმის არაინფექციური კომპონენტების ჩათვლით. ზოგიერთ ადამიანში ალერგია ხდება იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ჩვეულებრივ უვნებელია ადამიანების უმრავლესობისთვის, რომელსაც უწოდებენ ალერგენებს, ხოლო თავად ალერგიული რეაქციები არის იმუნური სისტემის არანორმალური რეაქცია ასეთ ნივთიერებებზე. ალერგია წარმოიქმნება ალერგენის განმეორებითი ზემოქმედების დროს ორგანიზმზე, რომელიც ადრე ამ ალერგენით იყო სენსიბილირებული. თუმცა, სენსიბილიზაცია სულაც არ იწვევს ალერგიას. ალერგიით არის განპირობებული ისეთი ალერგიული დაავადებების განვითარება, როგორიცაა: ციებ - ცხელება, ბრონქიალური ასთმა, ჭინჭრის ციება და სხვა. გარემოს დაბინძურების შედეგად ალერგიამ უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში ფართო გავრცელება ჰპოვა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილის
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9