(ინგლისური., settling tank) - სითხეებში შეწონილი წვრილდისპერსული მინარევ ნივთიერებათა, სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, თანდათანობით ნალექში გამოყოფისთვის განკუთვნილი წყლების გამწმენდი ნაგებობა. რეზერვუარი, ჩვეულებრივ მიწისქვეშა, რომელშიც ჩამდინარე წყლები ჩაედინება, ნალექი ნივთიერებები მთლიანად ან ნაწილობრივ იშლება ანაერობების მოქმედებით. თუ ნიადაგი შესაფერისია, საბოლოო ჩამდინარე წყლები შეიძლება შეწოვილი იქნეს მიწაში სასოფლო - სამეურნეო ჩამონადენის სისტემის მეშვეობით. ალტერნატივის სახით, ავზი რეგულარულად უნდა დაიცალოს სპეციალური ავტოცისტერნით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024