საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით დაცული, სპეციალური ტერიტორია განსაკუთრებული გამოყენების რეჟიმით, რომელიც გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროს ობიექტებისა და ინდუსტრიების გარშემო არის დაარსებული. სანიტარული დაცვის ზონის ზომა უზრუნველყოფს ატმოსფერულ ჰაერზე (ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკური) დაბინძურების ზემოქმედების შემცირებას ჰიგიენური სტანდარტებით დადგენილ მაჩვენებლებამდე. სპეციალური დანიშნულების მწვანე ზონა, რომელიც ქალაქის საცხოვრებელ ნაწილს გამოყოფს სამრეწველო საწარმოს ტერიტორიისგან. მისი ზომა და ორგანიზება გარემოზე მრეწველობის მავნე ზემოქმედების ხასიათსა და ხარისხზეა დამოკიდებული; მაიონიზებელი გამოსხივების წყაროს მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამ წყაროს ექსპლუატციის ნორმალურ პირობებში ადამიანზე ზემოქმედების დონემ შეიძლება გადააჭარბოს მოსახლეობისთვის დადგენილენილ დოზის ლიმიტს. სანიტარიულ დაცვის ზონაში აკრძალულია ადამიანების მუდმივი და დროებითი ბინადრობა, შემოღებულია სამეურნეო საქმიანობის შეზღუდვის რეჟიმი და ტარდება რადიაციული კონტროლი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics oღონისძიებათა სისტემა რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მათში ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნილებების ზრდის დასაკმაყოფილებლად, ძირითადად ეკონომიისა და რესურსების დამზოგავ ტექნოლოგიების ხარჯზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის წარმოებას საწვავისა და ენერგიის სხვა წყაროების და აგრეთვე ნედლეულის, მასალის, ჰაერის, წყლისა და, ტექნოლოგიური მიზნებისათვის საჭირო, სხვა რესურსების მინიმალურად დაბალი მოხმარებით.f Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,